ხანძარი სამეგრელოში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში ხანძარია - ცეცხლი ძირითადად ბალახსა და ეკალბარდს უკიდია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი ძირითადად ბალახსა და ეკალბარდს უკიდია .

უწყების მიხედვით, ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ძლიერი ქარის გამო რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით, გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

კომენტარები