ინფლაცია

დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 2.4% შეადგინა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 1.0%-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 22.0%-იანი კლება.
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ფასები გაიზარდა 2.1%-ით.
  • ტრანსპორტი - ფასები გაიზარდა 2.4%-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8%-ით.
  • ჯანმრთელობის დაცვა - ჯგუფში ფასები მომატებულია 9.6%-ით.
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.5%-იანი მატება.
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.6%-ით.
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.7%-იანი კლება.

კომენტარები