მასაჩუსეტსის პოლიცია

პოლიციელმა საშობაო ვახშამი უყიდა ქალებს, რომლებიც პროდუქტებს იპარავდნენ

მასაჩუსეტსის პოლიციის ოფიცერმა, ჯარიმის გამოწერის ნაცვლად, საკუთარი ფულით იყიდა საშობაო ვახშამი გაჭირვებული ოჯახისთვის, რომლებიც მაღაზიაში პროდუქტის მოპარვას ცდილობდნენ. 

20 დეკემბერს პოლიციის ოფიცერი მეტ ლიმა სასურსათო მაღაზია Stop & Shop-ში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც დაცვამ განაცხადა, რომ ქალებმა არ გადაიხადეს იმ ყველაფრის საფასური, რაც ჩანთაში ეწყოთ. 

პოლიციის თქმით, ქალები, რომლებსაც თან ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავდათ, მაღაზიიდან გასვლის დროს შეაჩერეს. 

”მე თვითონ ორი გოგონა მყავს, დაახლოებით, მათი ასაკის, რომლებიც იქ იყვნენ. როგორც ერთ-ერთმა ქალმა მითხრა, თავად მუშაობს, თუმცა ბავშვების დედა უმუშევარია, ამიტომ ბევრი ოჯახური პრობლემა აქვთ". - თქვა ლიმამ ინტერვიუში. 

მან ქალებს 250$-იანი სასაჩუქრე ბარათი აჩუქა, რათა საშობაო ვახშამი შეეძინათ. 

კომენტარები