კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 897 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 299 მართვით სუნთქვაზეა

armenpress.am

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 897 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან თბილისში მკურნალობს – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216.  მძიმე პაციენტებიდან 299 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35.

3 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 229 169 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 220 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 603 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 6 098 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები