კორონავირუსი საქართველოში

3 იანვრიდან სავაჭრო ცენტრები კვლავ დაიკეტება

facebook.com/eastpointtbilisi

3 იანვრიდან სავაჭრო ცენტრები ისევ დაიკეტება. სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვებით მიეცათ – მათ მუშაობის უფლება მხოლოდ დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე ჰქონდათ. 

მთავრობის წევრებს ამ დრომდე არ უთქვამთ, როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები. 15 იანვრამდე ქვეყანაში უქმე პერიოდია გამოცხადებული, თუმცა შესაძლებელია, ეს პერიოდი კვლავ გააგრძელონ. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისევე, როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტილია კვების ობიექტები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს. გამონაკლისის სახით ე.წ კომენდანტის საათი მხოლოდ ერთი დღით, 31 დეკემბრის ღამით მოიხსნა. მეორე გამონაკლისი 6 იანვარს იქნება, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები