2020 წელს გარდაცვლილები

80 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში რეჟისორი, მსახიობი და პოლიტიკოსი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.

ქავთარაძის კარიერა 60-იან წლებში მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. 1967 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, რუსთავის, გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სცენაზე განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში. საყოველთაო პოპულარობა მიშა კობახიძის ფილმ "ქორწილში" შესრულებულმა როლმა მოუტანა.

1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2012 წელს გახდა პარლამენტის წევრი(ბლოკი "ქართული ოცნება"), იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.

კომენტარები