კრიმინალი

შსს-მ ნინოწმინდაში თანასოფლელების დაჭრის და მკვლელობისთვის 23 წლის კაცი დააკავა

Tabula

სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, 1997 წელს დაბადებული ო.პ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ.-მ თანასოფლელები - 1988 წელს დაბადებული ს.ა., 2001 წელს დაბადებული ს.ბ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო 1996 წელს დაბადებულმა მ.ი.-მ.

ს.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ 3 პირს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ბრალდებული ო.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

საქმესთან დაკავშირებით სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებს შსს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები