ეკონომიკა

ნოემბერში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, ეს ივნისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატმა  ნოემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 

უკვე მეცხრე თვეა, რაც საქართველოს ეკონომიკა მცირდება. თავდაპირველად მთავრობა მშპ-ს 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა ნოემბრის ბოლოს შემოღებული შეზღუდვების შემდეგ კლების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. ჯამურად, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9%-ით შემცირდა. 

მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი – 5.1% ზრდა;
  • თებერვალი – 2.2ზრდა;
  • მარტი – 2.7% კლება;
  • აპრილი – 13.5% კლება;
  • მაისი – 16.6% კლება;
  • ივნისი – 7.7% კლება;
  • ივლისი – 5.5% კლება;
  • აგვისტო – 5.3% კლება;
  • სექტემბერი – 0.7% კლება;
  • ოქტომბერი – 3.9% კლება;

კომენტარები