არჩევნები 2020

კობახიძე: რა პლებისციტი უნდათ, ნახონ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, მერე ილაპარაკონ

არჩევნები ხომ ჩატარდება – 9 თვეში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვეუბნებით თითოეულ მათგანს, იმათაც კი, ვინც 1% აიღო, მათაც ჰყავდეთ წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიებში და თვითონ დარწმუნდნენ, იქ რა ხდება და რა არ ხდება. იქ ელექტრონული ტექნოლოგიების შემოღებას ვთავაზობთ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ვთავაზობთ და ასე შემდეგ. ამ ახალი მოცემულობით ხომ ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, 9 თვე არის დარჩენილი. რა პლებისციტი უნდათ. ნახონ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რა შედეგები დაჯდება და მერე ილაპარაკონ, რიგგარეშე არჩევნები საჭიროა თუ არ არის საჭირო.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩვენ ვთავაზობთ ფუნდამენტურ ცვლილებას. მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ფუნდამენტურად გადახედვას. აქ პრინციპული ხომ ადამიანური ფაქტორი არ არის, აქ მთავარია, ვის რამდენი წარმომადგენელი ჰყავს. მაგალითად, ოპოზიციას თუ ჰყავდა 3 წარმომადგენელი, ეყოლება ბევრად, შეიძლება სამჯერ მეტი, პირობითად ვამბობ, შეიძლება ორჯერ მეტი. ანუ, ბევრად მეტი საშუალება ექნება, რომ არჩევნებს თვითონ უშუალოდ დააკვირდეს არამარტო 27%-იანი პარტია, არამედ შეუძლია 1%-იანსაც, 1.5%  ვისაც აქვს და 3%, ისიც დააკვირდეს. თვითონვე დარწმუნდებიან, რომ იქ ყველაფერი წარიმართა სუფთად და შედეგებსაც იხილავენ და მერე ილაპარაკონ რიგგარეშე არჩევნებზე...

ასე მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.  რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარება ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

კომენტარები