კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მაქსიმუმ ზეგ გვეცოდინება, არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი

დაწყებულია უკვე გენეტიკური სეკვენირება, გენეტიკური ანალიზი, მანქანა ახლაც მუშაობს, ღამეც, ხვალაც გააგრძელებს მუშაობას და ზეგ, ალბათ, უკვე გვექნება, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა რომ ვთქვით, იმ ნიმუშებზე პასუხი.

გენეტიკური თანმიმდევრობის დადგენა მიმდინარეობს ჩვენთან და მაქსიმუმ ზეგ გვექნება პასუხი, არის თუ არა ჩვენთან ქვეყანაში ახალი შტამი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები