კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მოლებიდან გართულებებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ახალი წლის ღამე ძალიან მაშინებს

ჩვენ პროგნოზებით, დაავადების გავრცელების დინამიკა საკმაოდ დამაიმედებელი შეიძლება გვქონდეს, თუ ახალი წლის ღამემ ჩვენი იმედები არ გააწბილა.

დღეს რასაც ვუყურებ და რა ინფორმაციაც მაქვს, მოლებში დაცულია დისტანციაც, პირბადის ტარებაც, ასე რომ, ძალიან დიდ გართულებებს არ უნდა ველოდოთ მოლებიდან და სხვადასხვა სავაჭრო წერტილებიდან, მაგრამ ახალი წლის ღამე ძალიან მაშინებს, პირდაპირ გეტყვით, როგორ გავივლით ამ პერიოდს.

ყველა პროგნოზი ისეთია, რომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ კარგად სიტუაცია უკვე იანვრის მეორე ნახევარში.

არცერთი ჩარევა სახელმწიფოს არ დასჭირდება და რაღაც შეზღუდვების დაწესება, თუ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ყველგან, სადაც ეს საჭიროა, იქნება პირბადით, დაიცავს დისტანციას, მოერიდება თავყრილობებს...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში. აღსანიშნავია, რომ ახალი წლის ღამეს გამონაკლისის სახით კომენდანტის საათი იხსნება.

კომენტარები