ეკონომიკა

მაჭავარიანი: არჩევნებისას გავრცელებაზე რეაგირება ვერ მოხდა – ეკონომიკური ზრდა იქნებოდა

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გავუშვით ხელიდან. გაზაფხულზე პანდემიის ლოკალიზაცია მალევე მოვახდინეთ, გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი ზაფხულის პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურიზმი დავკარგეთ, შიდა ტურიზმი იყო მაქსიმალურ ნიშნულზე. ეკონომიკური აღდგენის პროცესი იყო ძალიან დამაიმედებელი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი იყო კარგი დინამიკის მატარებელი.

სამწუხაროდ, არჩევნების კონტექსტმა არ მოგვცა საშუალება, რომ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, როდესაც დავინახეთ, რომ პანდემიის გავრცელება მატულობს და მისი ტემპები იზრდება, გაზაფხულის მსგავსი რეაგირება ვერ მოვახდინეთ. პრემიერმაც აღნიშნა არაერთხელ, ზუსტად ვიცოდით, ამ დროს რა უნდა გვექნა. ადამიანურადაც ძალიან მძიმე იყო - ვიცით, ამას რა უნდა ვუშველოთ და ვერ ვაკეთებთ, შეზღუდვებს ვერ დავაწესებდით საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე და გაგვექცა ციფრები, ოქტომბერი დაზარალდა, ცოტა ხანში იქნება ნოემბრის და დეკემბრის ეკონომიკური მაჩვენებელი და არის დრამატულად შემცირებული. ამ დროს ჩვენ რომ შეგვენარჩუნებინა დაბალ ნიშნულზე გავრცელება, ყველა მონაცემი იყო, რომ მე-4 კვარტალი დაგვიჯდებოდა არა 5-8%-იანი კლება, არამედ გვექნებოდა ზრდა...

თქვა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა რ2-თან ინტერვიუში.

კომენტარები