ელექტროენერგიის ტარიფი

ნარმანია: ნონსენსია, თან ჰესებს აპროტესტებენ, თან ტარიფის ზრდას, ასე არ გამოვა

...რაც უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იქნება, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა, ზოგადად ევროპაშიც ასეა და ყველა ნორმალურ და განვითარებად ქვეყანაში, რომ რამდენი პროცენტითაც იზრდება ეკონომიკა, იმის ადეკვატურად, თითქმის იმდენივე პროცენტით იზრდება ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა.

ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი ვერც საქართველო ვერ იქნება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის უწყინარი ჰესები გაკეთდეს... ეს არის მცირე ჰესები, საშუალო ჰესები... 

სამწუხაროდ, რაღაც ნონსენსური ვითარება გვაქვს - ერთის მხრივ, ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, გარკვეული კატეგორია, ვინც ამას აპროტესტებს, და მეორე მხრივ, ასევე აპროტესტებენ სოციალურ ქსელებში იმას, რომ რატომ ძვირდება ენერგია და ეს ასე არ გამოვა...

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია პალიტრანიუსის ეთერში, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე.

კომენტარები