ელექტროენერგიის ტარიფი

თბილისსა და რეგიონებში დენის ფასი 5 თეთრით გაიზრდება

1 აპრილიდან თბილისში დენის ფასი 5 თეთრით, საქართველოს რეგიონებში კი 5-დან 6 თეთრამდე გაძვირდება.

სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფით:

  • 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი 5 თეთრით, 20.041 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 33%;
  • 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) 5 თეთრით, 24.953 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 26%;
  • 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით, 28.537 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 21%;
  • 3.3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 5 თეთრით, 31.647 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 19%;
  • 220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) ტარიფი 5.329 თეთრით 35.261 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 18%;

რეგიონებში მათთვის, ვინც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე გაიზრდება, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი - 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე.

კომენტარები