არ იყო იოლი საქმე, სავარაუდოდ, ვიცოდით, რომ ბიუჯეტზე ზეწოლა გვექნებოდა 100 მლნ-ის მიდამოში. ამიტომ დავიჭირეთ თადარიგი და მომზადებული გვქონდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც დღეს გავაჟღერეთ და შეეხება თითქმის ყველა სამინისტროს.
ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვქონდა უფლება, რომელიმე ერთი სფერო ამოგვერჩია და გვეთქვა, რომ 100 მლნ-ით ვამცირებთ ამას. 3-4-5 მლნ და ასე მისხალ-მისხალ ავაგროვეთ სხვადასხვა სამინისტროდან.
სიტუაცია ყველა ამ უწყებისთვის იყო მტკივნეული. არავის ჰქონდა ზედმეტი ფული. პრაქტიკულად ყველა იყო მინიმუმამდე დასული, თუმცა სიტუაცია არის არასტაბილური, სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მადლობა მინდა გადავუხადო კოლეგა მინისტრებს, რომელთაც ეს გაიზიარეს და ამაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინეს...