ელექტროენერგიის ტარიფი

1-ლი იანვრიდან ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით გაძვირდება

paknewspage.com

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგია 2021 წლის პირველი იანვრიდან გაძვირდება, ის შეეხება როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციულ სექტორსაც და ახალი ტარიფები ძალაში დროებითი ვადით, 6 თვით იქნება, გრძელვადიანი ტარიფები კი 2021 წლის ივლისამდე დადგინდება.

სემეკის თანახმად, დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით გაიზრდება, კომერციული სექტორისთვის კი ტარიფი, დაახლოებით, 11-14 თეთრით მოიმატებს.

თელასის სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

  • თვეში 0-101 კვტ.სთ – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი, გაზრდილი ტარიფი 18.041 თეთრი.
  • თვეში 101-301 კვტ.სთ – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი, გაზრდილი ტარიფი 22.053 თეთრი.
  • თვეში 301+ კვტ.სთ – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი, გაზრდილი ტარიფი  26.537 თეთრი.

ენერგო პროს სამომხმარებლო ტარიფები კი ასე განისაზღვრა: 

  • თვეში 0-101 კილოვატი - მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი, გაზრდილი ტარიფი 17.731 თეთრი.
  • თვეში 101-301 კილოვატი - მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი, გაზრდილი ტარიფი 21.707 თეთრი.
  • თვეში 301+ კილოვატი - მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი, გაზრდილი ტარიფი 26.227 თეთრი.

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს თქვა, რომ მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სრულად დაუსუბსიდირებს იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. 

კომენტარები