გაზრდილი კომუნალური ტარიფების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 105 მლნ დაიხარჯება

საქართველოს მთავრობა

გაზრდილი კომუნალური ტარიფების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა. 

მაჭავარიანის თქმით, ამ თანხის მობილიზება სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამების შემცირების ხარჯზე მოხდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე დღეს ყველა ტიპის კომუნალური ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

მათ შორის, 3.5 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის საფასური როგორც ენერგო პრო ჯორჯიას, ასევე, თელასის ქსელში. ამავდროულად, გაიზარდა წყლის ტარიფი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მაცხოვრებლებისთვის. ელექტროენერგიის საფასური თითქმის 70%-ით გაიზარდა კომერციული მომხმარებლებისთვის. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველადი საჭიროების საკვების მწარმოებელ ბიზნესებს ელექტროენერგიის გადასახადის 50% ბიუჯეტიდან დასუბსიდირდება. პარალელურად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებისთვის, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზრდილ ტარიფს სრულიად დაასუბსიდირებს სახელმწიფო.

კომენტარები