ბულგარეთი-რუსეთი

რუსეთმა ბულგარეთის მიერ რუსი სამხედრო ატაშეს გაძევების პასუხად ბულგარელი დიპლომატი გააძევა

დაცარიელებული წითელი მოედანი, მოსკოვი, რუსეთი
დიმიტარ დილკოვი / Flipboard

მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში სოფიამ რუსეთის სამხედრო ატაშე გააძევა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 28 დეკემბერს საპასუხოდ ბულგარელი დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

ბულგარეთში პროკურორებმა რუსი სამხედრო ატაშე დაადანაშაულეს 2017 წლიდან ჯაშუშობაში.

რუსეთი ირწმუნება, რომ მისი დიპლომატი უმიზეზოდ გააძევეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბულგარელ დიპლომატს რუსეთის ტერიტორიის დასატოვებლად 72 საათი აქვს. 

მანამდე, ბულგარეთმა რუსი დიპლომატები ჯაშუშობის გამო სექტემბერშიც გააძევა.

2019 წლის ოქტომბრიდან ბულგარეთმა უკვე მეექვსე რუს დიპლომატს მოსთხოვა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსი დიპლომატები ნორვეგიიდან და ავსტრიიდანაც გააძევეს. 

დეკემბერში დანიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.

კომენტარები