კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 012 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 13 451 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 638 პაციენტი.  

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 13 451 ტესტი ჩატარდა.

29 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 224 155 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 208 951 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 443 კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები