კრიმინალი

შსს: კახეთში ჰეროინის შემცველი 1 კილო ნარკოტიკი ამოვიღეთ – დავაკავეთ 1 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ჰეროინის შემცველი 1 კილო ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ა.ს. 

"სამართალდამცველებმა ა.ს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო". – წერია შსს-ს განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები