კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მიმართვიანობა შემცირდა, გთხოვთ, ვისაც მცირე სიმპტომი მაინც გაქვთ, ჩაიტარეთ ტესტი

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც სიმპტომები ექნება, აუცილებლად მიმართონ შესაბამის ცენტრებს.

ჩვენს ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22 000 ტესტირების ჩატარება დღეში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს 14 000-მდე ჩამოვიდა.

თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა კი, ეტყობა, რომ მაინც ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ, ვისაც ცოტა სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

კომენტარები