საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 881 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი.
ბოლო 24 საათში 13 655 ტესტი გაკეთდა.
25 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 218 724 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 196 220 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 313 კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.
რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით - წაიკითხეთ აქ.





