საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გავრცელებული პანდემიის გამო, 2020 წლის 25 დეკემბერს, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.
"მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავიანთ ეპარქიებში.
ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და "მოწყალებისა კარი განგვიღე". – ვკითხულობთ განცხადებაში.