კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 068 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 453 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 068 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 453 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 523 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 119, იმერეთში – 226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 195 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 98, იმერეთში – 78.

ქვეყანაში ინფიცირების 19 836 აქტიური შემთხვევაა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი. 

24 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 216 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 194 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები