კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 972 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 972 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი.

ბოლო 24 საათში 13 699 ტესტი გაკეთდა. 

24 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 216 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 194 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები