კორონავირუსი საქართველოში

2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 017 დადასტურდა, იმერეთში – 429, შიდა ქართლში – 192

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 345 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 1 017 თბილისში აღირიცხა, 425 – იმერეთში, 192 – შიდა ქართლში.      

აჭარაში 139 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 157,  გურიაში - 16, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 146, კახეთში - 158, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 14. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი. 

23 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 214 871 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი გარდაიცვალა.  

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები