კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, ქვეყანაში შემოვა ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა

დღესდღეობით, მოსახლეობის 52% მზად არის იმისათვის, რომ აიცრას. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, კვლევებში მონაწილეობის შემთხვევაში, ადამიანები ნაკლებად არიან გულწრფელები. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ეს შეიძლება იყოს 35%-ის ფარგლებში, რაც არის  მნიშვნელოვანი ნიშნული იმისთვის, თუ რამდენად აქტიური კამპანია არის საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობა აიცრას. მოსახლეობას შემიძლია გარანტია მივცე, რომ ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღის კურიერში. 

კომენტარები