ალექსეი ნავალნის მოწამვლა

პესკოვი: ნავალნი განდიდების მანიითაა შეპყრობილი, ამბობენ, რომ თავს იესოს ადარებს

დმიტრი პესკოვი
Reuters

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მიერ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც ის, როგორც თავად ამბობს, მის მოწამვლაში მონაწილე აგენტს ესაუბრება. პესკოვი ნავალნის განდიდების მანიით შეპყრობილს უწოდებს.

"საკუთარ თავს უფლებას მივცემ ჩემი პირადი მოსაზრება გამოვხატო, რასაც, ჩვეულებრივ, არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ეს ჩემს უფლებებში არ შედის. შეიძლება ითქვას, რომ ამ პაციენტს განდიდების მანიის ნათლად გამოხატული სიმპტომები აქვს. ამბობენ, რომ საკუთარ თავს იესოსაც კი ადარებს."

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლის ადმინისტრაციაში ნავალნის მიერ ჩაწერილი ვიდეო არ უნახავთ, რადგან "საკმარისი საქმეები აქვთ".

ნავალნის ჩანაწერს უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში (FSB) და მას ყალბი უწოდეს. FSB-ში განაცხადეს, რომ ნავალნის ვიდეოს მიზანი მათი დისკრედიტაციაა და ამის უკან უცხოური დაზვერვა დგას.

კომენტარები