ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული.

ასევე, 24 დეკემბრიდან არ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დიდ ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2-თვიანი გეგმის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე უნდა განახლებულიყო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების დაცვით იფუნქციონირებენ.

კომენტარები