პრაქტიკულად 4 საათის განმავლობაში ჩვენ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ვაგრძელებთ კითხვებზე პასუხს. კითხვები არის ძალიან დეტალური, ძალიან პროფესიონალური და ძალიან ღრმა ცოდნას ავლენს თითოეული დარგის და ეს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ამ გუნდთან ერთად ჩვენ ვმუშაობდით და საფუძველს ვუყრიდით ამ რეფორმებს. შესაბამისად, მით უფრო რთულია ამ კითხვებზე პასუხი და მეტ დროს საჭიროებს, იმიტომ რომ ყველა დეტალს იცნობენ დეპუტატები და საქმის ცოდნით სვამენ ამ კითხვებს. რაც შეეხება იმას, რომ პროცესს არ ესწრება ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოებრივი სურვილი ყოველთვის იყო, რომ ნაცვლად ბოიკოტისა, ოპოზიციას შეესრულებინა ის დავალება და მისია, რაც მათ ამომრჩეველმა დააკისრა...
თურნავა ოცნების დეპუტატების კითხვებზე: ძალიან პროფესიონალური, ღრმა ცოდნას ავლენს
tbl.ge/5c7i
დაკოპირდა

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ქართული ოცნების დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე ისაუბრა.




