კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქებას, წესები უნდა დავიცვათ

ერთი დღის და თითო დღის მონაცემებით, საერთოდ არ მსჯელობენ დაკლებაზე ან მომატებაზე. ერთი კვირის მონაცემები მაინც უნდა იყოს. წინა კვირა გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაცია მოხერხდა, შეზღუდვების დაწესების შემდგომ და ოდნავ კლების ტენდენციაც გამოჩნდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მეტია, იმიტომ რომ დროში მოჰყვება ორი კვირის მერე. 

წინა ორი კვირის წინ 4000 და 5000 შემთხვევა იყო, ახლა მძიმდებიან ის ადამიანები. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს და იმედი გვაქვს, რომ, თუ რამე შემსუბუქება იქნება, მერე ჩვენ და ბიზნესმა უნდა დავიცვათ წესები, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც იყო ნოემბრის ბოლოს. დეკემბრის დასაწყისში...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, რა შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან.

კომენტარები