პოლ მაკკარტნი

პოლ მაკკარტნიმ ახალი ალბომი გამოუშვა [VIDEO]

17 დეკემბერს ლეგენდარულმა მუსიკოსმა, სერ პოლ მაკკარტნიმ, ახალი ალბომი გამოუშვა.

ალბომს McCartney III ჰქვია და ის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და გაგრძელებაა McCartney I-ის და McCartney II-ისა, რომლებიც მომღერალმა 1970-იან და 1980-იან წლებში მარტო ჩაწერა. ახალ ალბომში 11 სიმღერა შედის.

"ყოველდღე ვიწყებდი ჩაწერას იმ ინსტრუმენტით, რომელზეც სიმღერა დავწერე და შემდეგ თანდათანობით ვამატებდი ყველაფერს, ეს ძალიან სახალისო იყო," - იხსენებს მაკარტნი. "საქმე ეხებოდა საკუთარი თავისთვის მუსიკის შექმნას, და არა იმისთვის რომ საქმე გაკეთებულიყო. ამიტომ მე უბრალოდ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც წარმომედგინა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ამით ალბომი შეიქმნებოდა".

ალბომიდან ზოგიერთი სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ აქ:

ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მან ასევე თქვა, რომ ალბომში შესული სიმღერების ნაწილი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოძახილია.

სერ პოლ მაკკარტნის ოპტიმიზმი შთაგონებულია მისი მშობლების გამოცდილებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ლივერპულში მომხდარი ბლიცკრიგისას ქალაქში იმყოფებოდნენ.

"ისინი გადარჩნენ. ისინი გადაურჩნენ დაბომბვასა და ხალხის დაკარგვას მარჯვნივ, მარცხნივ და ცენტრში. ისინი  მაინც გადარჩნენ. ამიტომ კარგია საფიქრელად - ისინი თუ გადარჩნენ, ჩვენც გადავრჩებით". - თქვა მაკკარტნიმ.

კომენტარები