პოლ მაკკარტნი

პოლ მაკკარტნი: პირდაპირ ვთქვათ, ღამურების ჭამა ცოტათი შუასაუკუნეობრივია

პოლ მაკკარტნი.

The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, სერ პოლ მაკკარტნიმ, რადიოში სტუმრად ჰოვარდ სტენთან ახალი კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა და ჩინეთის ბაზრებს, სადაც სხვადასხვა ცხოველის ხორცი იყიდება, "შუასაუკუნეობრივი" უწოდა.

მაკკარტნის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ეს სიტუაცია უბიძგებს ჩინეთის მთავრობას, დახურონ მსგავსი ბაზრები.

"იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია მიიყვანს ჩინეთის მთავრობას იმ აზრამდე, რომ თქვან - "კარგით, მეგობრებო, ჩვენ სუპერ ჰიგიენურები უნდა ვიყოთ ახლა". მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ცოტათი შუასაკუნეობრივია ღამურების ჭამა", - თქვა მომღერალმა.

ამის შემდეგ წამყვანმა მაკკარტნის ჰკითხა - "ისინი არ ხურავენ იმ ბაზრებს, რომლებმაც პირველ რიგში ხელი შეუწყო ამ უბედურებაში ყოფნას. ეს გასაოცარია, არა?"

"როგორც ვხედავთ, სარსის ვირუსი, ფრინველის გრიპი და ყველაფერი ამის მსგავსი, რამაც ტკივილი მოგვაყენა... რატომ მოხდა? შუასაკუნეობრივი პრაქტიკების გამო. მათ ნათელი უნდა მოჰფინონ თავიანთ ქცევებს და ამან ისინი ცვლილებამდე მიიყვანოს. თუ ეს არ შეცვლის მათ, არ ვიცი რამ შეიძლება იმოქმედოს", - თქვა მომღერალმა.

პოლ მაკკარტნიმ ჩინეთის ბაზრების დახურვის მოთხოვნით შედგენილ პეტიციაზეც ისაუბრა და იდეა მოიწონა.

"მესმის, რა არის ნაწილობრივ ამის გამართლება: ხალხი ამას მთელი ცხოვრებაა აკეთებს, ამას არიან მიჩვეულები. თუმცა, ხალხს მონებიც ჰყავდა. რაღაც ეტაპზე უნდა შეძლო ცვლილება", - თქვა მან.

ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა. ქალაქის ერთერთ პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა.

კომენტარები