სერ პოლ მაკკარტნიმ ჰოვარდ სტერნისთან რადიოში სტუმრობისას ძველი "დაპირისპირება" გაიხსენა და Beatles და Rolling Stones ერთამენთს შეადარა.
"The Beatles უკეთესია, ვიდრე The Rolling Stones - სწორი ვარ?", - ჰკითხა მას ჟურნალისტმა.
"შენ დამიყოლიებ, რომ დაგეთანხმო. ისინი [Rolling Stones] ბლუზიდან მოდიან. როდესაც რაღაცას ქმნიან, მას აუცილებლად აქვს კავშირი ბლუზთან. ჩვენ ცოტათი უფრო მეტ გავლენებს განვიცდიდით. ბევრი განსხვავებაა და მე მიყვარს როლინგ სტოუნზი, თუმცა ამაში შენთან ერთად ვარ - The Beatles უკეთესი იყო", - უპასუხა მაკკარტნიმ.
ამის შემდეგ, მან The Beatles-ის ამერიკაში ჩასვლის ამბავი გაიხსენა.
"ჩვენ ამერიკაში ჩავედით და უზარმაზარი წარმატება გვქონდა. შემდეგ სტოუნზი ჩავიდა ამერიკაში. ჩვენ Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band შევქმენით, მათ ფსიქოდელიური ალბომი შექმნეს.
ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და კვლავ ვართ. ერთმანეთს ვაღმერთებთ. როლინგ სტოუნზი ფანტასტიკური ჯგუფია. მე მათ ყოველთვის ვნახულობ, როდესაც კონცერტს ატარებენ", - თქვა მაკკარტნიმ.