კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ბინაზე სულ 31 ინფიცირებული გვყავს გარდაცვლილი, სასტუმროებში – 2, ეს არის მიზერი

საქართველოში 33 ადამიანია სულ გარდაცვლილი [ჰოსპიტალს გარეთ], ეს არის მიზერზე მიზერი...

აქედან სასტუმროში მხოლოდ ორი, რაც ცალსახად ლაპარაკობს, რომ სასტუმროები არის ყველაზე წარმატებული მოდელი საქართველოსი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს, გარდა სამხრეთ კორეისა. რბილად რომ ვთქვათ, ცდებიან ისინი, ვინც სასტუმროებს მიიჩნევენ საქართველოს გამოგონებად ნეგატიური ტონით.

2 ადამიანია სულ სასტუმროებში გადაცვლილი და 31 ბინებში, იმიტომ რომ ჩვენთან იყო ცოტა ჭარბი, მეტი პროცენტით ჰოსპიტალიზაცია ანუ ექიმები ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას ბინაზე დატოვების და ახდენდნენ ისეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაციას, რომელსაც უცხოეთში დატოვებდნენ ბინაზე.

შედეგი, ერთი მხრივ, არის გადატვირთვა და ძალიან ცუდი, ცუდი რეაქცია მოსახლეობის მხრიდან და, მეორე მხრივ, ბინაზე გარდაცვალების მიზერული რაოდენობა...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კომენტარები