თბილისის მერია

კალაძე: წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ

სოლიდარობით სავსე ქალაქი

დედაქალაქის მერმა, რომელიც წელს შარშან ნაყიდი მილიონიანი ნაძვის ხის მოსართავად 196 000 ლარს დახარჯავს, ხოლო საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად, რომელსაც ვერავინ დაესწრება - 2.7 მილიონს, თბილისი "სოლიდარობის ქალაქად" გამოაცხადა. 

"ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახვინებს იმ დაბრკოლებებს, რაც პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში", - თქვა კახა კალაძემ და საახალწლო ნაძვის ხე და ილუმინაციები აანთო. 

დედაქალაქის მთავარ მოედანზე ანთებული ნაძვის ხის ქვეშ წერია:

"სოლიდარობით სავსე ქალაქი". 
 

კომენტარები