ქართული ოცნება

უგულავა კობახიძეზე: შეშინებული ღლაპის სიტყვებით გამოხატული დიარეა ვიხილეთ

ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არცთუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს.

შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვნას, უკვე დე-ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ს გაუქმება დააანოსნსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში და ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილს ტკივა თავის გაყალბება, ივანისვილი წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებული გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგებს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას.

ამრიგად, ამით არაფერი არ იცვლება, ჩვენი გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ქართული ოცნების მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომლითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებიდან მოსახსნელად ბერკეტს ქმნის.

კომენტარები