კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: მკაცრი შეზღუდვების მოდელს ჩვენ არ განვიხილავთ

ბევრი ქვეყანა ამ საახალწლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი, ეს ახალი წელი დადგება იმ ფონზე, როდესაც მილიონნახევარზე მეტი ადამიანი მსოფლიოში გარდაცვლილია ვირუსის შედეგად, აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვები, თუმცა ჩვენ შეზღუდვების ასეთ მოდელს არ განვიხილავთ, საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც უფრო მკაცრი შეზღუდვების პერიოდი იყო გაზაფხულზე, ჩვენ ყველა ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე, იმედი გვაქვს, რომ ამ წერტილოვანი შეზღუდვების ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, თუკი მოხდა გახსნა 24-ში და როგორ იქნება მართული ადამიანების ნაკადი...

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები