საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 103 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 431 მართვით სუნთქვაზეა.
თბილისში 497 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 148, იმერეთში კი - 242. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 219 ადამიანია, აჭარაში - 51, იმერეთში - 53.
16 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 198 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 167 281 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 922 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





