თბილისის თეატრალური ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო

Facebook

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. კორონავირუსი პანდემიის პირობებში ფესტივალი წელს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით მაყურებლებს უცხოური დადგმების ნახვის საშუალება ექნებათ. 18-დან 22 დეკემბრის ჩათვლით ქართული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. Georgian ShowCase 2020-ის სპექტაკლების ნაწილი თვითიზოლაციისა და მკაცრი რეგულაციების პირობებშია დადგმული.

მე-11 თეატრალური ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება.

15 დეკემბერი - "თუნუქის დოლი", ბერლინერ ანსამბლი

16 დეკემბერი - "მერვე სიცოცხლე ბრილკასათვის", თალია თეატრი

17 დეკემბერი - "თამაშის დასასრული", შაუშპილ დორტმუნდი

18 დეკემბერი - "ვეფხვი და ლომი", სახელმწიფო თეატრისა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი პროექტი.

19 დეკემბერი - "უხერხემლო", ზუგდიდის თეატრი. "No Exit", მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

20 დეკემბერი - "ოთახი", ფოთის თეატრი. "უბედურება", მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

21 დეკემბერი - "2030. დასაკარგი არაფერი გვაქვს", თავისუფალი თეატრი. "სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი", თელავის თეატრი.

22 დეკემბერი - "ხედი სასტუმრო საქართველოდან", ა(ა) იპ "ლაბა", "ბოლო გაჩერება", ბათუმის თეატრი, "პელიკანი", თეატრი ათონელზე.

ფესტივალი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ტარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს.

კომენტარები