გრიგოლ ვაშაძის წასვლა

გოცირიძე: მადლობა ბატონ გრიგოლს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის

გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი. 

ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში. 

პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს – ფორმა. არ არის ადვილი, მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, პოლიტიკაში.

მადლობა ბატონ გრიგოლს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის...

ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე საკუთარ Facebook გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკიდან წასვლას.

კომენტარები