გრიგოლ ვაშაძის წასვლა

დეკანოიძე: ვწუხვარ, რომ პოზიციები ბოლომდე ვერ დაახლოვდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის

პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. 

ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის. თუმცა, ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე. 

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. 

სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან წასვლას ეხმაურება.

კომენტარები