გრიგოლ ვაშაძის წასვლა

კობახიძე ვაშაძეზე: რადიკალურ ოპოზიციაში კორექტივების შეტანაში ძალიან გვეხმარებიან

ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი. 

ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან, პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ბუნებრივია, შეიძლება მერაბიშვილზეც და სხვებზეც ლაპარაკი, შლიან დღეს ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები. ანალოგიურად, ნაცმოძრაობის ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს ნაციონალური მოძრაობა. ძალიან კარგი პროცესია, არის ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს...

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას. ვაშაძემ დღეს, 15 დეკემბერს ენმ დატოვა.

კომენტარები