ნაციონალური მოძრაობა

კუჭავა ვაშაძეზე: დაადასტურა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ – ყალიბდებიან დიდ ანტიდასავლურ ძალად

"დაადასტურა, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ ენმ-ზე - არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად, ყალიბდებიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად". – ამბობს ქართული ოცნების წევრი, კახა კუჭავა გრიგოლ ვაშაძეზე. 

"მისი კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს, ლანძღვა-გინებას, რა თქმა უნდა, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას სხვა გზა არ აქვს, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა და მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა თავი პროევროპულ და პროდასავლურ ძალად". –ამბობს კუჭავა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. ვაშაძემ განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა. ის ენმ-ს დატოვების მიზეზად ასახელებს "პარტიული სტრატეგიის არარსებობას", პარტიის გარშემო და შიგნით "ოდიოზური ფიგურების" გამოჩენას, "ელჩების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმისა და შეურაცხყოფის კამპანიას" და "სხვა პრობლემებს" 

"შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო". – დაწერა ვაშაძემ.

კომენტარები