ქვეყანაში აღრიცხული ახალი კორონავირუსის 28 205 აქტიური შემთხვევიდან 1 146 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 527, აჭარაში - 146, იმერეთში - 236.
1 146 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 ადამიანი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 46, იმერეთში - 60.
გასულ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 105 პაციენტი.
15 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 194 900 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 164 786 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 883 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





