ბასილ კობახიძე

კობახიძე მამა მიქაელზე: თან ძალადობისაკენ მოუწოდებს მრევლს, თან პილატესავით ხელებს იბანს

პირდაპირ ძალადობისაკენ მოუწოდებს დედაეკლესია თავის აჟიტირებულ მრევლს. ჟურნალისტის კითხვაზე, გამრავლდა ტელევიზიებში და სოციალურ ქსელებში მამაოების კრიტიკა და მრევლი ვღიზიანდებითო. ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, მამა მიქაელ ბრეგვაძე ფარისევლურად პასუხობს: ეკლესია იარაღის აღებისკენ ვერ მოუწოდებს მრევლს, მაგრამ თუ რომელიმე მრევლს ხელი წაუცდა, ეს ამ მრევლის ბრალი კი არ იქნება, არამედ მამაოების იმ კრიტიკოსის, ვინც ეს ჩვენი მრევლი გააღიზიანაო. თან ძალადობისაკენ მოუწოდებს მრევლს, თან პილატესავით ხელებს იბანს, ჩვენ ოფიციალური ეკლესია სამართლებრივად სუფთა ვიქნებითო. ასე უტენიან აგრესიულობას თავში მრევლს მამაოები, და ეს ზომბირებული მრევლი შემდეგ ფიზიკურად უსწორდება გაზულუქებული საპატრიარქოს თითზე ჩამოსათვლელ კრიტიკოსებს. მრევლის აჟიტირებული წევრები მაშინაც კი ესხმიან თავს ამ თავდადებულ თეოლოგებს, როდესაც მათ მცირეწლოვანი შვილები ახლავთ...

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის და საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, მამა მიქაელის ძალადობის წამახალისებელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ძალადობაში ბრალი მსხვერპლს მიუძღვის და არა მოძალადეებს.

კომენტარები