ბასილ კობახიძე

ბასილ კობახიძე: პირველად ხდება - წერილებში ღმერთის სახელით შვილების დახოცვით არ მემუქრებიან

უამრავი წერილი მივიღე და არც ერთში არ მემუქრებიან ღმერთის სახელით შვილების დახოცვით და არც დედას მაგინებენ. ეს პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ещё не вечер

წერს რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე ფეისბუქზე. წარსულში ის სასულიერო პირი იყო, რომელიც მოგვიანებით საპატრიარქოს ფანატიზმის გამო დაუპირისპირდა და მღვდლობა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოლო პერიოდში ის კვლავ გააქტიურდა და ახლა საპატრიარქოს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, ტაძრების დროებით დახურვაზე უარს ამბობს.

კომენტარები