კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვას გავაუქმებთ

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც წელს განხორციელდა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა მომზადებული შეხვდა პანდემიას და სირთულეების მიუხედავად, არ შეუწყვეტიათ რეფორმები. თურნავას თქმით, უკვე თებერვლიდან მთავრობა გეგმავს ყველა სახის შეზღუდვის მოხსნას საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე.

მან ისაუბრა, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებაზე, მათ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ უკვე თებერვლიდან ეს აეროპორტები კვლავ მიიღებენ ტურისტებს. 

რეგულარული ფრენების აღდგენაზე მთავრობის სხვადასხვა წევრები და მათ შორის ნათია თურნავაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდნენ. მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებს მიიღებდა და ქვეყნის საჰაერო საზღვრები პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა. 

ამ დაპირებების მიუხედავად, რეგულარული ფრენების უმეტესობა ამ დრომდე არ არის აღდგენილი. 

კომენტარები