კორონავირუსის 27 517 აქტიური შემთხვევიდან 1 087 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 518, აჭარაში - 150, იმერეთში - 239.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პაციენტი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 82, იმერეთში - 52.
14 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 191 063 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 161 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 839 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ ინფიცირების 27 517 აქტიური შემთხვევაა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





