კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 337 ახალი შემთხვევა

DW

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 1 337 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი.  

ბოლო 24 საათში ქვეყანაში  6 554 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით. გუშინ ქვეყანაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა 13 449 იყო.

14 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 191 063 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 161 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 839 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ ინფიცირების 27 517 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები